საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ასევე ოლიმპიური საცურაო აუზი დაათვალიერა.ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე – 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისთვის.