აჭარის ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ 12 ივნისს უმაღლეს საბჭოში. ნინო ნიჟარაძე დეპუტატებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს მინისტრის საათის ფორმატში ჩააბარებს.
ამავე დღეს დაიგეგმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენაც.
პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტიც, რომელიც დავით გაბაიძის ინფორმაციით მიმდინარე წელთან შედარებით 100 ათასი ლარით შემცირებულია.