დაკავებულები სასამართლოს მოლოდინში

04 ივნისი 2023, 14:55 481 ნახვა

ევროპის მოედანზე  დაკავებულები სასამართლოს მოლოდინში არიან. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თამაზ მახარაძე ამ დრომდე დაკავების იზოლატორებში იმყოფებიან. დაკავებულები ადვოკატმა მოინახულა.

აქციის მონაწილეები გუშინ ევროპის მოედანზე დააკავეს, ისინი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ. 

როგორც პარტიის წევრები ამბობენ, აქციის მონაწილეები ბანერზე დატანილი ტექსტების შინაარსის გამო დააკავეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში