ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები - სალომე ზურაბიშვილი

02 ივნისი 2023, 21:58 753 ნახვა

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვიცი ეს და ამის გამო შეშფოთებული ვარ, რამდენიმე რამეს ვაკეთებ, რათა ეს სიტუაცია შევამსუბუქო, თუმცა ზიანი რომელიც დადგა, მიყენებულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და შეწყალება-არ შეწყალება ამ ზიანს რეალურად არ ცვლის. ვფიქრობ, მას უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომლების შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც მოსალოდნელია ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში