აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

02 ივნისი 2023, 17:56 768 ნახვა

სოფელ ქობულეთში, დადიანების დასახლებაში მცხოვრები 10- მდე ოჯახი სოფელში დაზიანებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვს. როგორც ისინი ამბობენ, 300 მეტრიანი გზის დარჩენილ მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს. დაზიანებული მონაკვეთის გამო,სასკოლო ავტობუსს სკოლის მოსწავლეები ამორტიზებული გზით ვერ გადაყავს და შემოვლითი გზით ახდენს მათ ტრანსპორტირებას, რომლებსაც დიდი მანძილის გავლა ფეხით უხდებათ.სოფელ ქობულეთში არსებულ გზის ეს მონაკვეთი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხება, სადაც ამბობენ, რომ 300 მეტრიანი დაზიანებულ მონაკვეთზე ეტაპობრივად ხორციელდება ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება. რაც შეეხება დარჩენილ მონაკვეთს, დაწყებულია მოვლა-შენახვის პროგრამით ფარგლებში პროექტის შეძენა და ისიც მალე მოწესრიგდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი