ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

01 ივნისი 2023, 23:39 920 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ისევ კენჭისყრას აპირებს. 80 წლის ჯო ბაიდენმა ამის შესახებ საკუთარ 3-წუთიან ვიდეომიმართვაში ისაუბრა

"თვითკმაყოფილების დრო არ არის. ამიტომაც ხელახლა ვიყრი კენჭს. რადგან მე ვიცი ამერიკა. ვიცი, რომ კარგი და წესიერი ხალხი ვართ. ვიცი, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც პატივისცემის და პატიოსნების სჯერა," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენი არჩევის შემთხვევაში საპრეზიდენტო ვადის დასრულებისას 86 წლის იქნება, მისი ასაკი კი ამერიკის მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. ტელეკომპანია ABC-ის გამოკითხვის თანახმად, შეერთებული შტატების მოსახლეობის 70 პროცენტი ჯო ბაიდენის მეორე ვადით არჩევას ასაკის გამო ეწინააღმდეგება, იგივე აზრზეა დემოკრატიული პარტიაც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი