ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი

01 ივნისი 2023, 15:04 770 ნახვა

საქართველოს გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და ევროპულ პერსპექტივაზე - საქართველოს პრემიერი კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე ისაუბრებს.

ფორუმის დაწყების წინ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, დააფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ევროპელმა პარტნიორებმა“.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებენ მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ საქართველოში მშვიდობიანად მოხდეს დეოკუპაცია, ქვეყანა გაერთიანდეს და ამ მიზნის რაც შეიძლება მალე მისაღწევად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა ტერიტორიების ოკუპაცია.  

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი