პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს პროფესიული დღეს მიულოცავს და მათ სიტყვით მიმართავს.
ვახტანგ გომელაური თანამშრომლებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობის შედეგად, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, არაერთი ადამიანი გადაარჩინეს, ეფექტიანად აღკვეთეს დანაშაული, გახსნეს კრიმინალური ფაქტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სახის მედლით დააჯილდოებს.
ცერემონიალს ესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობის სხვა წევრები და პარლამენტარები.
ცერემონიალს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.