კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ რიგში ამ ქვეყანას, ამიტომ ჩვენ ობიექტურ გადაწყვეტილებას ველოდებით - მამუკა მდინარაძე

30 მაისი 2023, 15:31 724 ნახვა

ყველა გამოსვლაში პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ამაზე აქვს სწორება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

„შესაბამისი გზავნილებია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ. დიახ, თუკი ობიექტურად შეფასდება, ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმები უსათუოდ იქნება კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველი. კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ რიგში ამ ქვეყანას. ამიტომ ჩვენ ობიექტურ გადაწყვეტილებას ველოდებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს კიდევ უფრო წაადგება.

„წინა პერიოდში, უფრო სწრაფი, უფრო ობიექტური გადაწყვეტილება რომ მიეღო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, შესაძლებელია თავიდან ყოფილიყო აცილებული ამ ქვეყნებისათვის ძალიან ცუდი შედეგები, რომელიც საოკუპაციო ომებმა გამოიწვია. ამიტომ თუ კარი ღიაა, ღია კარში უფრო სწრაფად უნდა მიგვიღონ. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას წაადგება.

 

როდესაც ობიექტურად იმსახურებ როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას, ამის შეფერხება და რაღაც მიზეზებით ამის გაჭიანურება არ ადგება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებასაც არ ადგება.

 

ამიტომ, სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო კარგი იქნება და დამაზიანებელია, როდესაც ეს გადაწყვეტილებები თავის დროზე არ მიიღება ხოლმე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილისგან გაიგეს, რომ თურმე რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და რომ თურმე ის იბრძვის ამ გაფართოების წინააღმდეგ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია მსგავს საკითხებზე რაღაც ლოგიკას აწყობს, რომელიც იმდენად სპეკულაციურია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს.

„გამოდის, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილისგან გაიგეს, რომ თურმე რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და რომ თურმე ის იბრძვის ამ გაფართოების წინააღმდეგ. ეს გაუკვირდათ და ეს ასე არ არის? დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და ამის საწინააღმდეგოდ იბრძვის. ყველაფერზე, დროშის ჩამოხსნის ფეიკზე, ამ ნარატივზე, რომელიც უდავოა და არავინ კამათობს, რომ რუსეთს NATO-ს გაფართოება აღიზიანებს, ამაზე აწყობენ რაღაც ლოგიკას, რომელიც იმდენად სპეკულაციურია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. არავის დაავიწყდეს, რომ სიტყვებს გვახსენებენ ხოლმე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩაწერა კონსტიტუციაში, საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი და NATO არის ამ დავალების ობიექტი, რომ ეროვნული სწრაფვა საქართველოსი უნდა იყოს ამ მიმართულებით. ეს ჩვენი ჩაწერილია და არავის დაავიწყდეს, რომ ეს ჩანაწერი არავის დაუძალებია და ჩვენი ნებითაა განხორციელებული“,- განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი