მახინჯაურში მცხოვრები მოქალაქე ავტობანის მშენებლობისთვის საკუთარი მიწის დათმობის სანაცვლოდ შესაბამის ანაზღაურებას ითხოვს. ემზარ ახვლედიანი ამბობს, რომ ნაკვეთი, სადაც თევზსაშენი და ტურისტებისთვის განკუთვნილი სივრცე ჰქონდა მოწყობილი, ექსპროპრიაციის წესით ჩამოერთვა. ტერიტრიაზე ავტობანის გზა გადის, მესაკუთრეს კი კვ. მეტრში 57 ლარი გადაუხადეს.
ირწმუნება, რომ ამ ტერიტორიაზე ერთი კვადრატული ათასი დოლარი ღირს, თუმცა სასამართლო დავების წამოწყების მიუხედავად, სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. მახინჯაურის მკვიდრი ავტობანის მშენებლობის გამო ახლომდებარე სახლების დაზიანებაზეც საუბრობს.
ჩვენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ოჯახთან მოლაპარაკება სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ექსპროპრიაციის წესის გამოყენება ამის შემდეგ მოხდა. მათი განმარტებით, მიწის ნაკვეთი ექსპერტიზის მიერ შეფასდა, მოქალაქე კი შეუსაბამო ფასს მოითხოვდა.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქემ მიწის სანაცვლოდ ანაზღაურება 5 წლის წინ მიიღო.