სპორტულ-ინტელექტუალური თამაში. მონაწილე ჯგუფებს დაურიგდათ კითხვარები და უნდა მოეზებნათ ტერიტორია ქობულეთში.
მაგალითად, არქეოლოგიური გათხრების ლოკაცია და ისტორიული შენობები. შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტში მოქმედი 10 სკოლის, 50 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიება ქობულეთის მერიის ახალგაზრდული საგრანტო პროექტების მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ბიუჯეტი 4000 ლარია.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები და სერთიფიკატები გადაეცათ.