ლუჩანო სპალეტი მომავალი სეზონიდან ნაპოლის მწვრთნელი აღარ იქნება. ფაბიო ფაზიოსთან ინტერვიუში აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის გამოემშვიდობა, მისი განცხადებით ლუჩანომ ერთწლიანი პაუზის აღება მოითხოვა, რაზეც ნაპოლის პრეზიდენტმა უარი არ უთხრა.
სპალეტი ნაპოლიში 2021 წლის 29 მაისს დაინიშნა, მან კლუბთან ერთად სერია A მოიგო და ნაპოლი იტალიის ჩემპიონი 33 წლის შემდეგ გახდა.