დღეს უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომელზეც გასული და მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ ისაუბრებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.
სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის შემოსულობები წინა წელთან შედარებით გაზრდილია 34 %-ით. შემოსავლები კი შესრულდა 106-%-ით.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ანგარიშს, შემოსულობები 118 %-თაა შესრულებული. კანონმდებლები სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელებენ.