საქველმოქმედო აუქციონი უკრაინაში მებრძოლებისთვის

28 მაისი 2023, 20:02 606 ნახვა

ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად ბათუმსა და თბილისში ერთდროულად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. შეგროვილი თანხა ქართულ ლეგიონს და აზოვსტალის მებრძოლებს მოხმარდება.

აუქციონზე წარდგენილ ლოტებს შორის იყო ვახტანგ კიკაბიძის ხელმოწერით ღვინის ბოთლი პირადი კოლქციიდან. ასევე მაისური ოკეან ელზის ლიდერის სვიატოსლავ ვაკარჩუკის ხელმოწერით. ლოტებს შორის იყო წიგნი „მარიუპოლის თვალები“ აზოვის მეთაურთა ხელმოწერით. სხვა ლოტებთან ერთად ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ლეგიონის ერთადერთი საფოსტო მარკა საქართველოში.  სულ ჯამში 40 ლოტი წარმოადგინეს ორგანიზატორებმა.

აღსანიშნავია, რომ პირველი საქველმოქმედო აუქციონი 24 თებერვალს გაიმართა და 20 000 ლარზე მეტი შეგროვდა. მიმდინარე აუქციონზე შეგროვილი თანხის ოდენობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი