გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტი

27 მაისი 2023, 15:00 635 ნახვა

საქართველოს საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამჟამად, მიმდინარეობს კომპლექსის არსებული მდგომარეობის დეტალური ანალიზი.

გერმანულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად კი გერმანელი სპეციალისტების მიერ დაწყებულია გელათის კათედრალისა და წმ.გიორგის ეკლესიის დროებითი გადახურვის პროექტზე მუშაობა; - მომზადებულია გელათის კათედრალის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მკლავების კამარებისა და აფრების გრაფიკული სქემები და ზუსტი აღწერა-დოკუმენტაცია; - ასევე, აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო უსაფრთხო ხარაჩო, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს დაუბრკოლებლად შეისწავლონ საკურთხევლის აფსიდის უნიკალური მოზაიკა და მისი დაზიანების დეტალები.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი