საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2023, 15:05 569 ნახვა

„დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს“ - სალომე ზურაბიშვილის ამ სიტყვების ადრესატი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რომლებიც დღეს თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო ქვეყნის თავდაცვის მნიშვნელობაზე,  მადლიერება გამოხატა ჯარისკაცების მიმართ და გაიხსენა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები. 20 წუთიან გამოსვლაში ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებებისა და  მთავარი სათქმელის ადრესატები ხელისუფლების წევრები იყვნენ. მათ საკუთარი უფლებები შეახსენა და რამდენჯერმე თქვა, რომ მთავრობის ბევრი ქმედება ქვეყნის მოქალაქეებისთვის  გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. რამდენჯერმე ახსენა რუსეთის აგრესია და უკუპაციაც. ბევრი ისაუბრა ქვეყნის საგარეო კურსზე და გაავლო პარალელები წარსულსა და აწმყოს შორის.

„სრულფასოვანი თავისუფლება ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს. დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. პარლამენტის თავმჯდომარემ კი საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესში მადლობა გადაუხადა.

ამ რთული, მნიშვნელოვანი გამოწვევების ეპოქაში, როდესაც შავი ზღვის რეგიონში ომი მიმდინარეობს და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი გამოწვევების წინაშეა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყანა, მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გავაძლიეროთ, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ხელისუფლებამ თანმიმდევრული პოლიტიკით თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ძალისხმევა გაზარდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი