სამზადისი 26 მაისისთვის

25 მაისი 2023, 19:49 614 ნახვა

თავისუფლების სიყვარულით- ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად ემზადება. შესაბამისი განწყობის შესაქმნელად თბილისსა და 15 ქალაქში, ღონისძიებებია დაგეგმილი. ახლაც, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ორგანიზატორები ბოლო დეტალებს გადიან. ხვალ, ქვეყანა დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს. "თავისუფლების სიყვარულით" - ეს არის წელს სლოგანი. ხვალინდელი დღე უკვე ტრადიციად ქცეული ცერემონიით დაიწყება - 11 საათზე წვევამდელები ფიცს მთელ საქართველოში ერთდროულად დადებენ. როგორ ხვდებიან ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მაღალმთიან აჭარაში, ამას უკვე რეპორტაჟიდან შეიტყობთ

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი