ხავიერ კოლომინას განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

25 მაისი 2023, 14:15 625 ნახვა

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ვილნიუსის სამიტი, რომელიც 11-12 ივნისს უნდა გაიმართოს და სადაც მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიაა, საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

ხავიერ კოლომინა იმედოვნებს, რომ საქართველოს ვილნიუსის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგენს. კოლომინას ამ განცხადებას საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.  

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პრემიერის ვიზიტი დასავლელი პარტნიორებისთვის მიუღებელია, რადგან ირაკლი ღარიბაშვილმა მათი განცხადებით, არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. 

მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ საქართველოს ნატოს მხრიდან საჭირო მხარდაჭერა აქვს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი