სამზადისი 26 მაისისთვის

25 მაისი 2023, 14:45 487 ნახვა

დედაქალაქში თავდაცვის ძალების გენერალური რეპეტიცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში ჩატარდება, წვევამდელები დადებენ ფიცს  ერთდროულად  რამდენიმე რეგიონში.  ცერემონია  11  საათზე დაიწყება.  ფიცის დადების გარდა, გამოიფინება სამხედრო ტექნიკა.

ასევე,  დაგეგმილია კონცერტები და გამოფენები მთელი ქვეყნის მასშტაბით. დედაქალაქში ღონისძიებების მთავარ ადგილად ტრადიციულად თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირია შერჩეული, სადაც საკუთარი პროგრამით იქნება წარმოდგენილი საქართველოს რადიოც.

ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიური ინსტალაცია,  ავიაციის კოსტიუმების გამოფენა, ასევე იქნება რეალური თვითმფრინავი, სადაც მისულ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა და ფოტოების გადაღება.   

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში