ოპოზიციის ბრალდებები სანდასუფთავების სამსახურის მიმართ

25 მაისი 2023, 14:19 591 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ბათუმის „სანდასუფთავების“ სამსახურს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ლაშა ადამიას განცხადებით, 200 000 ლარი სანდასუფთავებამ საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე სპეცტექნიკის შესაძენად  მოითხოვა,  თუმცა მოგვიანებით ამ თანხით ორი ძვირადღირებული  პრემიუმ კლასის ავტომობილი იყიდა.  პარტიის წევრების მტკიცებით ერთ-ერთი ავტომობილი ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს გადაეცა სარგებლობაში.

რაც შეეხება მეორე ავტომობილს, პარტიაში აცხადებენ, რომ მას ადრესატი ჯერ არ ჰყავს. 

ოპოზიციის ბრალდებებს ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში ამ დრომდე არ პასუხობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში