83 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი გარდაიცვალა

24 მაისი 2023, 23:40 1083 ნახვა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში, ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი გარდაიცვალა.

„როკ-ენ-როლის დედოფალი“ შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ტინა ტერნერის მუსიკალური კარიერა 1950-იან წლებში აიკ ტერნერთან, მის მეუღლესთან ერთად დაიწყო. დუეტს წარმატება სინგლმა, Proud Mary-მ მოუტანა.

ტინა ტერნერი არის 8 გრემის მფლობელი მუსიკოსი.

მომღერალი თაყვანისმცემლებს 81 წლის ასაკში, დოკუმენტური ფილმის, Tina-ს მეშვეობით დაემშვიდობა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში