ხავიერ კოლომინა საქართველოშია. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. ხავიერ კოლომინა საქართველოს გუშინ ეწვია. ის ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.
ქართველ მაღალჩინოსნებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ბრიფინგი მედიასთან.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰქონდა.
მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად განიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები. იმსჯელეს ნატო-ს ვილნიუსის სამიტისთვის მზადების პროცესზე.