ისრაელში ქვეყნის ბიუჭეტს აპროტესტებენ

24 მაისი 2023, 10:50 647 ნახვა

მრავალათასიანი პროტესტის მიუხედავად, ისრაელის პარლამენტმა 2023-2024 წლების ეროვნული ბიუჯეტი მიიღო. ქნესეთში საბოლოო კენჭისყრაზე  64-56 წინააღმდეგ დოკუმენტის რატიფიცირება მოხდა. მიმდინარე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 484 მილიარდი შეკელით, ხოლო  მომავალი წლისთვის 514 მილიარდით განისაზღვრა.

ისრაელის მთავრობა ცხოვრების გაძვირების გამო ეკონომიკურ ზეწოლას  განიცდის, ამას ემატება  შეჩერებული სასამართლო რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში  ერთ-ერთი მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, შეაფერხა ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები.

კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე ათასობით მომიტინგემ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო ისრაელის პარლამენტისკენ.  

დამტკიცებულ ბიუჯეტს ისრაელის ისტორიაში ყველაზე დესტრუქციულს უწოდებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი