საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

23 მაისი 2023, 10:26 541 ნახვა

აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა აუკრძალა რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეში შესვლა. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება, ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ, მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ, ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო“, – განაცხადა მილერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი