საბერძნეთის საპარალამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

22 მაისი 2023, 10:08 793 ნახვა

საბერძნეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად  ლიდერობს კონსერვატორი პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატია“.

კერძოდ, როიტერის ინფორმაციით, დათვლილია თითქმის ყველა ბიულეტენი და წინასწარი შედეგების თანახმად, პარტიამ, „ახალი დემოკრატია“, ხმების 40.8% მოიპოვა, მისმა მთავარმა კონკურენტმა - მემარცხენე პარტია „სირიზამ“ კი - 20.1%.

ორშაბათიდან, საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ, არჩევნების შედეგების მიხედვით პირველ სამ ადგილზე გასულ პარტიებს - „ახალ დემოკრატიას“, „სირიზასა“ და სოციალისტურ „პასოკს“ - სამ დღეს მისცემს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.

თუ კოალიციის შექმნას ვერცერთი მათგანი ვერ მოახერხებს, პრეზიდენტი დანიშნავს დროებით მთავრობას, რომელიც, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ახალ არჩევნებს მოამზადებს.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი