უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც არაბული ქვეყნების ლიგის შეხვედრას ესწრება.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოლაპარაკებების პრიორიტეტებს შორისაა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი დამპყრობლების მიერ დატყვევებული მოქალაქეებისა და უკანონოდ დეპორტირებულების დაბრუნება. ასევე პრეზიდენტის თქმით, პრიორიტეტულია უკრაინის მუსლიმური თემის დაცვა.მან ასევე მოუწოდა სამიტის მონაწილეებს, მხარი დაუჭირონ მის სამშვიდობო ინიციატივას უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისთვის, რომელიც მოიცავს რამდენიმე პუნქტს. ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან სასაუბროდ არ გამოიყენონ შუამავალი, რადგან უკრაინა ღიაა საუბრისთვის. ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტია საუდის არაბეთში პრეზიდენტის რანგში.