ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმებების თაობაზე, 53 მილიონი ევროს მიღების მიზნით, ბათუმის მერს ოპოზიციისგან და მმართველი გუნდისგან ერთხმად თანხმობა მიეცა. აღნიშნული თანხა ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის V ფაზის განხორციელებას მოხმარდება. ბათუმის მუნიციპალიტეტი დამატებით 25 მილიონი ევროს ოდენობის თანხას გამოყოფს. პროექტის V ფაზა გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობას და გამართულ ფუნქციონირებას ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე. ასევე სრული მხარდაჭერა ჰქონდა საკითხს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციისთვის ტერიტორიების გადაცემას ითვალისწინებს. სხდომაზე პარალელურად პოლიტიკური ბრალდებები და დაპირისპირება იყო.