გავრილოვი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ გამორიცხავს

19 მაისი 2023, 18:21 772 ნახვა

რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგეს. გავრილოვმა სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ  2019 წელს პირდაპირი ფრენების აკრძალვა მიზნად ისახავდა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თქვა, რომ მაშინ თბილისში რუსი ტურისტებისთვის ყოფნა უსაფრთხო არ იყო. გარდა ამისა, სერგეი გავრილოვის განცხადებით, ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი ელჩების გაცვლა იქნება „ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობას გვაჩვენებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხთან  დემოკრატიული პრინციპების დაცვა.  ჩვენ ხალხს მჭიდრო კავშირები აქვს და ჩვენ საერთო სულიერი, მორალური ღირებულებები და კულტურა გვაქვს," - აცხადებს რუსი დეპუტატი.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი