გაფიცვა ავეჯის საწარმოში

18 მაისი 2016, 00:00 4421 ნახვა

აქცია კახაბრის დასახლებაში. ავეჯის საწარმო "მაკროს" თანამშრომლები ხელმძვანელს შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8-ის ნაცვლად 10 საათს მუშაობენ, ზეგანაკვეთური საათები კი სრულყოფილად არ ანაზღაურდება. საწარმოს თანამშრომლების უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ ვერ სარგებლობენ ფასიანი შვებულებით, ერთი დღის გაცდენის გამო კი ორი სამუშაო დღის ანაზღაურება ექვითებათ. მათი უკმაყოფილება საკვებსაც უკავშირდება. დასაქმებულების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც აქცია გამართეს, დილით ხელმძღვანელმა საწარმოში არ შეუშვა და არც შეხვედრას დათანხმდა.

ჟურნალიტებთან საუბარში კი ავეჯის საწარმოს მფლობელმა უკმაყოფილო თანამშრომლების ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ისინი საწარმოში მყოფ პროვოკატორთა ჯგუფის ინტერესებს გამოხატავენ. აქციის მონაწილეებს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვაც ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა მათთან მოგვიანებით აჭარის პროფკავშირების ორგანიზიაციის უფროსი მივიდა. ილია ვერძაძე მათ საწარმო ხელმძვანელთან შუადგომლობას და მათი ინტერესების დაცვას დაპირდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი