კატასტროფული წყალდიდობა ბოლო 100 წლის განმავლობაში იტალიაში

19 მაისი 2023, 11:10 818 ნახვა

იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. სტიქიის შედეგად ჩამოწვა 280 მეწყერი, ათი ათასზე მეტ ადამიანს დაეტბორა საცხოვრებელი სახლი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

ზარალის ოდენობა მილიარდობით ევროს აღწევს. დაზიანდა 400-მდე გზა, რაც ევაკუაციის პროცესს აფერხებს. ჯამურად წყალდიდობამ 42 მუნიციპალიტეტი დააზარალა, ყველაზე მეტად რეგიონი ემილია-რომანია, სადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, უკვე 10 მილიონი ევრო დაიხარჯა, შემდეგ კვირაში კი დამატებით ფინანსურ დახმარებას ელოდებიან. მოვარდნილი სტიქიის სიჩქარე იმდენად მაღალი იყო, რომ ერთ-ერთი დაღუპულის ცხედარი საცხოვრებელი ადგილიდან 20 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.

წყალდიდობას საუკუნოვანს უწოდებენ და ქვეყნის ისტორიაში ის ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე კატასტროფულ წყალდიდობად შეფასდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი