“ქორეოგრაფიული მინიატურები” - ამ სახელწოდებით ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლამ საანგარიშო გამოსაშვები კონცერტი გამართა.
პრემიერაზე სკოლის 130 მოსწავლე მონაწილებდა. ისინი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ.
შესრულდა როგორც ბალეტის სხვადასხვა ვარიაცია, ასევე კლასიკური, სახასიათო, თანამედროვე და ქართული რეპერტუარები.