იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა

18 მაისი 2023, 19:54 658 ნახვა

პოლიტიკური ვაჭრობა თუ მხარდაჭერა ევრორეკომენდაციებისთვის. პოლიტიკოსებისთვის მეორე დღეა წყალგამყოფია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხი. როგორც იცით, გუშინდელ კენჭისყრის შედეგებს ენმ-ში მორიგი განხეთქილება მოჰყვა.ფრაქცია რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. დღეს კი, მეორე ტურში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილები საერთოდ ვერ შეივსო. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა,რომ კენჭისყრა ფორმალური ყოფილიყო,რადგან სივრცე დაეტოვებინათ კონსულტაციისთვის.რეგლამენტის თანახმად,შემდეგი კენჭისყრა ორ კვირაში უნდა ჩატარდეს.აქვე გეტყვით,რომ ევროპული დავალებების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ მოსამართლეების და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრების არჩევას ეხება.რეკომენდაციია, რომ ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე.     

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი