ცესკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევის წესი 

17 მაისი 2023, 14:19 584 ნახვა

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.

საუბარია პროექტზე, რომლის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 2021 წელს მიღებული წესი იცვლება. პრეზიდენტის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი მოდელი კი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია. ოპოზიცია, ცვლილებებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვად აფასებს.

აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიზანია, ცესკო საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქციოს. საპირისპიროს ამტკიცებს საპარლამენტო უმრავლესობა.

მმართველი გუნდი ოპოზიციას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ორი წელია პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს ოპოზიციის მიზანმიმართული ქმედებების გამო ვერ ირჩევს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი