ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს 

17 მაისი 2023, 13:46 572 ნახვა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს. ამის შესახებ კასიანოვი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა სასტიკმა ომმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი ხალხების მეგობრობა და კიდევ უფრო გაგვაერთიანა საერთო მტრისა და ოკუპანტის - ფაშისტური რუსეთის წინააღმდეგ.

მთელი ცხოვრება მემახსოვრება მამაცური და სულიერი იმპულსი, გამარჯვება და სიმამაცე ქართველი მოხალისეების, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან ჩვენი ქვეყნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის...

საქართველოდან წასვლის წინ, მინდა, ყველას გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატება, ბედნიერება და კეთილდღეობა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია, არამედ ნათელი საერთო მომავალი აქვთ ევროპელი ერების ერთიან მეგობრულ ოჯახში. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი ძალიან ახლო მომავლის საკითხია“, – წერს კასიანოვი.

გავრცელებული ინფორმაციით,  ანდრეი კასიანოვის ნაცვლად, დროებითი რწმუნებულის მოვალეობას ოლექსანდრ შულგა შეასრულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი