საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლა ვიზის გარეშე მაქსიმუმ 90 დღით შეეძლებათ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

17 მაისი 2023, 13:26 651 ნახვა

2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში შესვლა გარკვეული ვადით, არაუმეტეს 90 დღისა ვიზის გარეშე, - ინფორმაციას ამის შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ვიზა აღარ დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებსაც.

"ამდენად, ვიზა აღარ დასჭირდებათ საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებთან დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებსაც“, - აცხადებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი