ცესკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევის წესი

17 მაისი 2023, 11:50 599 ნახვა

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.

“საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. საუბარია პროექტზე, რომლის მიხედვით ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 2021 წელს მიღებული წესი იცვლება. პრეზიდენტის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი მოდელი კი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი