17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეა. უკვე ტრადიციულად, ამ დღეს სახალხო მსვლელობა იმართება. დღეს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიო ქაშვეთის ტაძარში პარაკლისს აღასრულებს, რის შემდეგაც ქაშუეთიდან სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა გაიმართება. პარაკლისი შესრულდება სამებაშიც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.