აქცია თბილისში - მოქალაქეებმა რუსეთიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება გააპროტესტეს

15 მაისი 2023, 19:40 819 ნახვა

იმ დროს, როდესაც უკრაინაში რუსული რაკეტები დაფრინავენ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფრინოთ რუსული თვითმფრინავებით, - ამის შესახებ რუსეთ - საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო აქციაზე აქციის ორგანიზატორმა კახა წიქარიშვილმა ისაუბრა. აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთს - საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საქართველოს აყენებს სანქციების რისკის ქვეშ. „ეს გადაწყვეტილება გვაშორებს ევროკავშირისგან და გვახლოვებს რუსეთთან - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში