მიმდინარე კვირაში პარლამენტში კენჭისყრაზე უნდა დადგეს „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი.
თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრის საბოტაჟს კვლავ მოახდენს, ეს იქნება კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება, რომ თვითონ დგანან „ქოლ-ცენტრების“ უკან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძემ ოპოზიციას მობილიზაციისკენ მოუწოდა. მანვე აღნიშნა, რომ ხვალ „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით ახალ ფაქტებს გაასაჯაროებს.