ხანძარი იყო გვიან ღამით ბათუმში. შავშეთის 16 ნომერში, ცეცხლი ორ სართულიან ე.წ. ბარაკის ტიპის სახლს გაუჩნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ბუხრიდან გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.