USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა

11 მაისი 2023, 14:50 641 ნახვა

საჯარო მმართველობის და ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესება, დეცენტრალიზაცია, მოქალაქეებზე მორგებული სერვისების ხელმისაწვდომობა და  მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა – ამ მიმართულებით, USAID-ი ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას იწყებს.

დღეს შესაბამისი მემორანდუმი ბათუმის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებთან გააფორმეს. 

პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესების და მუნიციპალურ დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობაა, ასევე გულისხმობს თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. პროგრამა 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი