ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზას სექტორში, პალესტინელი ისლამური ჯიჰადის კიდევ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა.
ბოლო 24 საათში. ღაზაში ისრაელის სამხედროებმა 460-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს და 130-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
პალესტინის სამედიცინო წყაროების შეფასებით, ამ კვირაში ბრძოლების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 24-ია. მათ შორის 10 მშვიდობიანი მოქალაქე და პალესტინელი ისლამური ჯიჰადის სულ 4 მეთაური.
ისრაელში მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა დაზიანდა ინფრასტრუქტურა.