ცესკოს დაკომპლექტების წესი - ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს

10 მაისი 2023, 12:05 699 ნახვა

რატომ ართმევენ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციურ უფლებას და რა დგას კანონპროექტის უკან, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება ისე, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციისა და პრეზიდენტის დახმარება აღარ დასჭირდება.   

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნების პოლიტიკური გეგმა გაშიფრულია და, რომ მმართველი ძალა 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, რადგან ფიქრობენ, რომ ძალაუფლებას კარგავენ.  

თავად სალომე ზურაბიშვილის შეფასება ''ქართული ოცნების'' ახალ ინიციატივაზე ჯერ არ მოგვისმენია, თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მმართველი პარტიის ინიციატივაში ქვეყნის მთავარსარდლისთვის უფლების შეზღუდვა და ევრორეკომენდაციების უგულებელყოფა უკვე დაინახა. ამიტომ არ არის გამორიცხული ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადოს.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში