ევროკავშირი თბილისში ევროპის დღეს აღნიშნავს - ეს დღე ევროპაში მშვიდობასა და ერთობის სიმბოლოა. ამ დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში საზეიმო მიღებაგაიმართა, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგა. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნენ. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებიან. კიდევ ერთი ღონისძიება დაგეგმილია დედაქალაქში ათონელის ქუჩაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სიტყვით მიმართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.დაიწყო თუ არა ღონისძიება - თემის დეტალებით ანი პირტახია უერთდება მთავარის ეთერს.