ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

09 მაისი 2023, 10:14 474 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპის დღის აღსანიშნავად კიევში ჩავიდა-ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„სასიამოვნოა კიევში დაბრუნება, იქ, სადაც ყოველდღიურად იცავენ ჩვენს ფასეულობებს. ამიტომ, ეს არის ძალიან შესაფერისი ადგილი ევროპის დღის აღსანიშნავად. მივესალმები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომ 9 მაისი ევროპის დღედ აქ, უკრაინაშიც გამოცხადდეს,“ – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, 9 მაისი უკრაინაში ევროპის დღედ გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი