„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული გამოფენა ბათუმში

06 მაისი 2023, 17:54 580 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა ბათუმში ევროპის მოედანზე. შეკრებილებს სიტყვით პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მიმართა. მან გამოსვლაში სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობასა და  ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.    

აქციის ორგანიზატორებმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელებული პროექტების გამოფენა მოაწყვეს. ისინი დღეს სიმბოლურად ჩოლოქის ხიდზეც იმყოფებოდნენ, რომელიც 2004 წელს ასლან აბაშიძემ, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო ააფეთქა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში