ევროპის დღეები

06 მაისი 2023, 15:05 634 ნახვა

საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ევროპის დღეებზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, რათა საქართველო კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას.

ევროპის დღეებზე საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა ევროკავშირის ელჩმა. ჰერჩინსკიმ ევროპული კომისიის პრეზიდენტის სიტყვები გაიმეორა და თქვა, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის და ევროპა ვერ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე. ის ელოდება ჩვენი ქვეყნისგან  შემდგომ ნაბიჯებს  თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას,  შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა აჩვენოს ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი