ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ქრისტინე თაკალანძეს „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

05 მაისი 2023, 17:43 614 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„თაკალანძე ქრისტინე დამნაშავედ იქნა ცნობილი აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით („ჯაშუშობა“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში“, - ნათქვამია განაჩენში.

25 წლის  ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს, გალის რაიონში დააკავეს.

ზუგდიდში დაბადებული ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდა. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი თაკალანძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი