ზურაბ გორგილაძე დღეს 86 წლის გახდებოდა

05 მაისი 2023, 14:49 751 ნახვა

პოეტი ზურაბ გორგილაძე დღეს 86 წლის გახდებოდა. ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და მწერალთა კავშირის წევრები იმყოფებოდნენ.  მათ ზურაბ გორგილაძის შემოქმედება გაიხსენეს.

პოეტის მშობლიურ სოფელში დღეს სახალხო ზეიმი „ზურაბობა“ აღინიშნება.

ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში ამ წუთებში ღონისძიება მიმდინარეობს. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი