ბათუმელი მოკრივე დემურ ქაჯაია ევროპის ჩემპიონია

04 მაისი 2023, 19:45 871 ნახვა

ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ერევანში მიმდინარე ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის - მედლები მოიპოვეს როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდის წარმომადგენლებმა. ყველაზე წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ გორ აივაზიანს და ბათუმელ დემურ ქაჯაიას, რომლებმაც ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხეს და შემდეგ ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლნენ. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა თათია ბუკია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს სამივე ფინალში რუსს მოკრივეებთან მოუწიათ ბრძოლა. დავით ჯაფარიძემ, ლევან დემუროვმა და გიორგი ნატროშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი